საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

                                                  

1.1       პროფესორის 1 რეკომენდაცია;

1.2       პირადობის მოწმობის ასლი;

1.3       სტუდენტის სასწავლო ბარათი;

1.4       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

1.5       სიგელები;

1.6       სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;

1.7       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

1.8       განცხადება

საბუთები მიიღება 2023 წლის 5 ივლისიდან – 12 ივლისის არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.

საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა

იხ. სტიპენდიის მინიჭების წესი.

თარიღი: 04/07/2023